Wednesday, November 4, 2009

Monday, November 2, 2009

პროექტი - ვისწავლოთ ესეს წერა

პროექტის მოკლე აღწერა. მოსწავლეები შეისწავლიან ესეს წერის ტეკნიკას და თავისებურებებს, შექმნიან ესეებს, შეარჩევენ საუკეთესო ნამუშევრებს, შეძლებენ ესეს შეფასებას.
პროექტის სრული აღწერა. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაეცნობიან ესეს წერის ტექნიკას და შეძლებენ გააცნობიერონ როგორ იწერება ესე. რამდენი ნაწილისაგან შედგება? რაზე უნდა იმსჯელონ ესეში? როგორ დასვან პრობლემა? როგორ გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ? როგორ გავხადოთ ესე მკითხველისათვის გასაგები? როგორ წარმოვიდგინოთ პრობლემის გადაჭრის გზები და და ა.შ .მოსწავლეები შეძლებენ ესეს შექმნას, თავადვე აღმოაჩენენ მომზადებულ ესეებიში რამდენადაა დაცული ესეს წერის ტექნიკა. ისინი ჯგუფურად და ინდივიდუალურად იმუშავებენ ესეს შექმნაზე და შემდეგ შეაფასებენ ესეს შეფასების რუბრიკის მიხედვით, რომელსაც თავადვე შექმნიან მასწავლებელთან ერთად.დამოუკიდებლად ნამუშევარი ესეებიდან ამოარჩევენ საუკეთესო ნამუშევარს და განათავსებენ ბლოგზე. (მთელი სასწავლო წლის მანძილზე, საუკეთესო ესეები განთავსდება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ)
მოსწავლეთა ასაკი. მეათე კლასი.( თხუთმეტი, თექვსმეტი წელი)
ვადები- დასწყისი და შესაძლო დამთავრების თარიღები. ორი კვირა.01.11. 12.11 2009 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში. მინი ლექცია, პრაქტიკული მუშაბა, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, შეფასება, ნამუშევრების ბლოგზე განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას. მოსწავლეები დაეუფლებიან ესეს წერის ტექნიკას, შექმნიან საკუთარ ესეებს, საუკეთესო ნამუშევრები განთავსდება ბლოგზე.(მოსწავლეებს განუვითარდებათ მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების, პრობლემის ხედვისა და გადაჭრის უნარი)
სარგებელი სხვებისთვის. ეს პროექტი იქნება დაინტერესებულთათვის უკვე პრაქტიკული გზა, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ესეს წერა. შეიქმნება მონაცემთა ბაზა ესეებისა,რომელიც მკითხველს მისცემს საშუალებას გააცნობიეროს როგორი დამოკიდებულება აქვს თხუთმეტი- თექვსმეტი წლის მოზარდებს ამა თუ იმ პრობლემის მიმართ.
სამუშაო ენა. ქართული.
თასაგნებთან საგნობრივ ჯგუფებნ კავშირი. საგნებთან ე.ს.გ-თან კავშირი -ქართული ენის ე.ს.გ. მეათე კლასის მიხედვით. ესეს შექმნა ერთ ერთი პრიორიტეტია .ე.ს.გ. ( მიხედვით) საუბრობს თემის შესახებ თუ რაზე დააფიკრა ნაწარმოებმა, ესემ, პუბლიცისტურმა თხზულებამ.
განმარტავს რატომ ისიამოვნა ან რატომ ვერ ისიამოვნა ნაწარმოების. ესეს, პუბლიცისტური თხზულების კითხვისას განსაზღვრავს ავტორის, მთხრობელის პოზიციას ან ხედვის კუთხეს რაც განაპირობებს ნაწარმოებში, ესეში წარმოდგენილი, ამბის, პრობლემის ინტერპრეტაციას. პრობლემის ამ ფორმით დანახვა მოზარდებს გამოადგებათ საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისას.